იუვეს რასპადორის ტრანსფერში კონკურენციას რომა გაუწევს
იუვენტუსი ნაპოლის ფორვარდის ჯაკომო რასპადორის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა ტურინულ გრანდს რომას კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
SportItalia-ს ინფორმაციით, რომა პაულო დიბალას შემცვლელის ძიებაშია, არგენტინელი ჯალოროსის გეგმებში არ შედის და როგორც რომაული გუნდის დირექტორმა დაადასტურა, იანვარში მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
წყაროს ცნობით, დიბალას წასვლის შემთხვევაში რომას მთავარი სამიზნე სწორედ ნაპოლის იტალიელი შემტევი იქნება. პარტენოპეი მის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.