მოტა:” მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა”
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ლილთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ჩვენ ლილს დიდ პატივს ვცემთ, მათ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა როგორც ყოველთვის, იუვენტუსის მიზანი გამარჯვება იქნება. ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ თითოეულ მატჩში მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაჭირდება.
„კოპმეიენრსი ? ტეუნი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა მის მსგავსად გუნდს თითოეული ფეხბურთელი სჭირდება. უდინეზესთან ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა კი ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.
„ვლაჰოვიჩი ? ის თავს კარგად გრძნობს და მოტივირებულია. ჩვენ როგორც დუშანისგან, ასევე სხვა ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ველოდებით.
„დუგლას ლუისი ? ის გუნდის დასახმარებლად მზად არის, მილიკი, ბრემერი და ნიკო კი ხვალ ვერ დაგვეხმარებიან.
„სიტუაცია სერია ა-ს ცხრილში ? ახლა ამ თემაზე ფიქრი ადრეა, ჩვენ თითოეული მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ და განვითარებაზე მუშობა გავაგრძელოთ.
„რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, ამიტომ ყველა შეხვედრა მნიშვნლეოვანია და თითოეულ მათგანში გამარჯვება გვინდა.“