TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი კონსეისაუს გამოსყიდვაზე მუშაობას შეუდგა

იუვენტუსს შიკო კონსეისაუს შენარჩუნება უკვე გადაწყვეტილი აქვს და უახლოეს პერიოდში მას ოფიციალურად გამოისყიდის.

22 წლის პორტუგალიელი ტალანტი ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა. მის აქტივში მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ტურინულ გრანდს შიკოს გამოსყიდვა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია და კრისტიანო ჯუნტოლი ამ პუნქტს უახლოეს პერიოდში გამოიყენებს.

error: დაცული კონტენტი !