TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობა დიდი პატივია, ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ FIFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა.

„ეს დიდებული ჩემპიონატი იქნება, ასეთ გამორჩეულ ტურნირზე მონაწილეობა იუვენტუსის დონის გუნდის რიგებში ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის პრივილეგიაა და ამ გამოწვევას მომზადებულები შევხვდებით. წინ კიდევ დიდი დრო გვაქვს, მაგრამ ამ ტურნირზე უკვე ვფიქრობთ.

„ეს ამ ფორმატის პირველი ტურნირი იქნება, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. მსოფლიოს საუკეთესო გუნდების დაპირისპირება სპორტს კიდევ უფრო პოპულარულს აქცევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„თამაში შტატებში ? იქ ყოველთვის ძალიან კარგი ატმოსფეროა, ჩვენ ამერიკაში ძალიან ბევრი ქომაგი გვყავს და იმედი მაქვს, მათ დაუვიწყარ ემოციებს ვაჩუქებთ.“

error: დაცული კონტენტი !