TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ინტერესი სანჩოს მიმართ სერიოზულია

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის ჯეიდონ სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ინგლისელ ფეხბურთელს გუნდის შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.

პედულას თქმით, გუნდებს ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები ელოდებათ, რადგან მანჩესტერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, ჯუნტოლი კი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.