კინი კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს
Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის მიკელე დე ბლასის ინფორმაციით, იუვენტუსი და ფიორენტინა მოიზე კინის ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც იტალიელი ფეხბურთელი იებს ოფიციალურად შეუერთდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი კინის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში თანხის გარკვეული პროცენტი დაემატება.
იტალიელი ფორვარდი იებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გასამრჯელო სეზონში 2.2 მილიონი ევრო იქნება.