TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს ფაჯოლის შემცვლელი შერჩეული ჰყავს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა ნიკოლო ფაჯოლის შემცვლელი უკვე შეარჩია.

ნიკოლოს იუვენტუსიდან წასვლის თაობაზე ცნობები სულ უფრო აქტიურად ისმის და როგორც ჩანს, ის დიდი ალბათობით იანვარში ბიანკონერის რიგებს დატოვებს.

Tuttomercato-ს ცნობით, ტიაგო მოტას ფაჯოლის ნაცვლად გუნდში ბოლონიას შოტლანდიელი ნახევარმცველის ლუის ფერგიუსონის ხილვა სურს. 25 წლის ფეხბურთელი მოედანს ლაზარეთდან ახლახანს დაუბრუნდა, მისი გაფორმება იუვეს იანვარში დაახლოებით 20 მილიონად შეეძლება.