TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ხვალ 8 ფეხბურთელი, მათ შორის ვლაჰოვიჩი ვერ დაგვეხმარება“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ლეჩესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ხვალ მე მოედანზე ძლიერი, ორგანიზებული იუვენტუსის ხილვა მსურს, რომელიც გასულ კვირებში გაწეულ სამუშაოს მინდორზე დომინაციასა და სასურველ შედეგში გარდასახავს.

„ტრავმები ? ხვალ ჩვენ 8 ფეხბურთელი: ბრემერი, ვლაჰოვიჩი, სავონა, მაკკენი, გონსალესი, ლუისი, კაბალი და მილიკი ვერ დაგვეხმარებიან.

„ტრავმების მიუხედავად, მე ჩემს ბიჭებს ვენდობი და ვიცი, რომ ამ რთულ სიტუაციაში თითოეული მათგანი კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. ჩვენ სწორ გზაზე ვართ, ბევრს ვმუშაობთ და განვითარებას ვაგრძელებთ.

„ლეჩეს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ახალ მწვრთნელს კი გუნდში ყოველთვის ახალი ენთუზიაზმი მოაქვს, ამიტომ ისინი ხვალ მაქსიმალურად მოტიივრებულები იქნებიან და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„სასტარტო შემადგენლობა ? ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, თუმცა თითოეული ფეხბურთელი გუნდის დასახმარებლად მზად უნდა იყოს.

„დუშანი ? ის და სხვა ტრავმირებულები მოედანზე მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნებას ცდილობენ და როგორც კი ამის საშუალება იქნება, ისინი გუნდის განაცხადში დაბრუნდებიან.

„ტრავმების პანდემია ? ასეთი მომენტების გავლა სეზონის მსვლელობისას ნებისმიერ გუნდს უწევს, ჩვენ ეს ალიბად არ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და თითეულ შეხვედრაში მაქსიმუმი დავდოთ.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ამ მომენტისთვის მე ამ თემაზე არ ვფიქრობ, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.

„ახალგაზრდა ფეხბურთელები ? ჩვენ პეჯუნოს, პანუჩოს, ოვუსუს, მონტეროს და პაპადოპულოსს გამოვიძახებთ.“

error: დაცული კონტენტი !