იუვენტუსმა დაცვის გასაძლიერებლად პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ცნობით, იუვენტუსს დაცვის გასაძლიერებლად პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის იანვარში ფეიენორდის მცველის დავიდ ჰანცკოს გაფორმება სურს, თუმცა პრობლემა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30-35 მილიონია, ამიტომ 26 წლის ფეხბურთელის გაფორმება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ დატოვებს გუნდს იანვარში.
ბიანკონერი სხვა სამიზნეებზეც მუშაობს, მაგრამ ამ მომენტისთვის ჰანცკო იუვენტუსის მთავარი სამიზნეა.