გოლი არაფერს ცვლის, იუვენტუსს დევიდის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბოლონიას კარში გატანილი გოლის მიუხედავად, ჯონათან დევიდის მომავალი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
Corriere dello Sport-ის ცნობით, კანადელი ფორვარდი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და იუვენტუსს ზაფხულში მისი 20-25 მილიონად გაყიდვა სურს.
დევიდი ტურინულ გრანდს გასულ ზაფხულს უფასოდ შეუერთდა, ამიტომ მისი გაყიდვის სანაცვლოდ მიღებული სრული თანხა გუნდის ბალანსზე პოზიტიურად აისახება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
