TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაპელო:“ იუვენტუსმა სილვა და კიმი უნდა გაიფორმოს, სან სიროზე ფავორიტი ტურინელები არიან“

ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ მილანი – იუვენტუსის მოახლოებული მატჩი შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანი – იუვენტუსი ? ლუჩიანო სპალეტის გუნდი შესანიშნავად გამოიყურება, მათ ბოლო მატჩებში ბალანსი და დაცვაში სოლიდურობა დაიბრუნეს, მაქს ალეგრი და მისი მილანი კი არც თუ ისე კარგ ფორმაში არიან, ეს ძალიან კარგი შეხვედრა იქნება, მილანს ურთლესი მატჩი ელოდება.

„ახლა ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და ზაფხულში გაძლიერებაა. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ორივე მათგანი სკუდეტოსთვის იბრძოლებს.

„იუვენტუსის სატრანსფერო გეგმები ? ვფიქრობ, მათ პირველ რიგში ბერნარდო სილვას გასაფორმებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. ის პირლოს მსგავსი ტრანსფერი იქნებოდა, მისი ინტელექტი და გამოცდილება იუვენტუსს სჭირდება. დაცვაში კი ჩემი აზრით იუვემ აქცენტი კიმ მინ-ჯეზე უნდა გააკეთოს. ის შესანიშნავი მცველია და როგორც სერია ა-ს, ასევე სპალეტის კარგად იცნობს.

„ვლაჰოვიჩი თუ ლევანდოვსკი შეტევაში ? თუ შენ ტიტულისთვის ბრძოლას ახლავე გეგმავს, მაშინ ლევანდოვსკი გოლების გარანტიას გაძლევს, თუმცა ხანგრძლივი პროექტის შემთხვევაში ვლაჰოვიჩი მისი ასაკის გათვალისწინებით უფრო ლოგიკური არჩევანია.

„ალეგრი სპალეტის წინააღმდეგ ? ორი რადიკალურად განსხვავებული მწვრთნელი. ალეგრისთვის უმთავრესი შედეგია და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა, ხოლო სპალეტის სასურველი შედეგის მიღწევა თავისი ფეხბურთით სურს.

„ფავორიტი ? ვფიქრობ, იუვენტუსი მცირედით ფავორიტია, რადგან გუნდი ძალიან კარგ მენტალურ და ფიზიკურ ფორმაშია, თუმცა მილანი სან სიროზე ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !