TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილინკოვიჩ-სავიჩი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში ბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში ალ-ჰილალის რიგებში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და გუნდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ლაციოს ყოფილი ნახევარმცველი და იუვენტუსის დიდი ხნის სამიზნე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი იქნება.

წყაროს ცნობით, სერბ ნახევარმცველს ევროპაში დაბრუნება უნდა და იუვენტუსი 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს კონკურენციას მილანი გაუწევს. მისი გაფორმება დაახლოებით 10-15 მილიონად იქნება შესაძლებელი.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !