TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და მენდეშს შორის სილვას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბენფიკას მცველის ანტონიო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად შეუდგა.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის ბენფიკასთან მოლაპარაკებებში ცნობილი აგენტის ჟორჟე მენდეშის დახმარების იმედი აქვს. ახალგაზრდა მცველის აგენტს ტურინული გრანდის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს და მისი ფაქტორი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

პრობლემა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონია, რისი გადახდაც იუვენტუსს იანვარში გაუჭირდება. ბიანკონერი მის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

error: დაცული კონტენტი !