ლიონის მცველი იუვეს სიაში…
იუვენტუსი იანვარში მინიმუმ ერთი მცველის გაფორმებას გეგმავს და კრისტიანო ჯუნტოლი შესაბამისი კანდიდატების ძიებას აქტიურად აგრძელებს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ბიანკონერი ლიონის უკანახაზელის ნიკოლას ტალიაფიკოს ტრანსფერით ინტერესდება.
32 წლის ფეხბურთელს როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე შეუძლია თამაში, ამიტომ ის იანვარში გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ ვარიანტად მოიაზრება.
ტალიაფიკოს მიმდინარე კონტრაქტი ლიონთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინულ გრანდს იავნარში მისი 2-3 მილიონად გაფორმება შეეძლება.