იუვენტუსი მზად არის, ვლაჰოვიჩს ბონუსების ჩათვლით 8 მილიონი გადაუხადოს
იუვენტუსის ინსაიდერის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩს გაუმჯობესებულ წინადადებას უმზადებს.
წყაროს ცნობით, დღევანდელი შეხვედრის დროს ლუჩიანო სპალეტიმ გუნდის ხელმძღვანელობას დაუდასტურა, რომ სერბი ფორვარდის შენარჩუნება სურს.
ბალძარინის თქმით, იუვენტუსი დუშანს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ, საბოლოოდ შეხვდება და მას გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც სერბი წლიურად 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
