იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე დიბუ მარტინესია
იუვენტუსი ახალი კარის დარაჯის ძიებას აგრძელებს და თუ ალისონი ტურინელთა პრიორიტეტია, გუნდის ხელმძღვანელობა პარალელურად ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ასტონ ვილას კარის დარაჯი ემილიანო მარტინესია.
არგენტინელი ფეხბურთელი ასტონ ვილას დატოვებას გეგმავს და ახალი გამოწვევების ძიებაშია, თუმცა ის ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და მომდევნო გუნდს მუნდიალის დასრულების შემდეგ შეარჩევს. დიბუს გაფორმება დაახლოებით 15 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
