TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს და ინტერს მალდინის გამოსყიდვა შეეძლებათ

გასულ დღეებში იუვენტუსსა და ინტერს მონცას ფეხბურთელი დანიელ მალდინი არაერთხელ დაუკავშირეს.

ლეგენდარული პაოლოს შვილი ლომბარდიულ გუნდში შესანიშნავად გამოიყურება და მის მიმართ გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის.

Sky Sport-ის ინფორმაციით, მალდინის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, მისი გამოსყიდვა ზაფხულში იტალიურ გუნდებს 12, უცხოურ გუნდებს კი 15 მილიონ ევროდ შეეძლებათ, მიღებული თანხის ნახევარი კი მილანს გადაეცემა.