დევიდი მნიშვნელოვან ხელფასს ითხოვს…
იუვენტუსი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა მისი გაფორმება გუნდს საკმაოდ მსუყე თანხა დაუჯდება.
კანადელი ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ გუნდს ფეხბურთელის უფასოდ გადაბირება შეეძლება, თუმცა SportItalia-ს ცნობით, ფეხბურთელი წლიურად 6 მილიონს, ხოლო მისი აგენტი საკომისიოს სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს.
მაღალი ფინანსური მოთხოვნების გარდა, იუვენტუსს მნიშვნელოვანი კონკურენციის დაძლევაც მოუწევს. კანადელის გაფორმებას ინტერი და პრემიერ ლიგის გრანდებიც ეცდებიან.