TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფრანგული მედია: შკრინიარი პსჟ-ს იანვარში დატოვებს

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, მილან შკრინიარი პსჟ-ს რიგებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მოედანზე საერთო ჯამში 201 წუთი გაატარა, რის გამოც ის უკმაყოფილოა და იანვარში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

ინტერის ყოფილი მცველი იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა, კრისტიანო ჯუნტოლი მისი იჯარით გაფორმებას გეგმავს, თუმცა კონკურენციას რამდენიმე ინგლისური და გერმანული გუნდი გაუწევს.