პსჟ-ს პირველი წინადადება ჰეისენის სანაცვლოდ
პსჟ-ს ინტერესი დინ ჰეისენის მიმართ სულ უფრო მატულობს და ფრანგული წყაროების ცნობით, პარიზელებმა ტურინულ გრანდს პირველი წინადადებით უკვე მიმართეს.
L’Equipe-ს ცნობით, ფრანგები ესპანელი ტალანტის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდიან, იუვენტუსი კი ფეხბურთელის 30 მილიონზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს.
პსჟ-ს გარდა, ჰეისენის მიმართ ინტერესს ნიუკასლი, დორტმუნდი და შტუტგარტი იჩენენ.