იუვენტუსი მაკკენის კონტრაქტზე მუშაობას შეუდგა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსმა უესტონ მაკკენისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ზაფხულში ამერიკელი ფეხბურთელი გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო, თუმცა მაკკენიმ ტურინულ გრანდში დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა და ტიაგო მოტას გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც გახდა.
მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ბიანკონერის კი მისი ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივება სურს, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გაგრძელების პერპსექტივით.