ნაპოლი დანილოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მარკეტის ინფორმაციით, ნაპოლი იუვენტუსის მცველის დანილოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, დანილომ იანვარში ნაპოლიში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა, თუმცა თუ გუნდი მის გაყიდვაზე უარს იტყვის, კაპიტანი ტურინულ გრანდში კონტრაქტის ამოწურვამდე უპრობლემოდ დარჩება.
მარკეტის ცნობით, იუვენტუსი დანილოს გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კრისტიანო ჯუნტოლი იანვარში 2 მცველის გაფორმებას შეძლებს.