მბანგულას მსურველთა სია დღითი დღე იზრდება
იუვენტუსის ტალანტის სამუელ მბანგულას მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს და არ არის გამორიცხული, ფეხბურთელმა იანვარში გუნდი დატოვოს.
20 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მიღებული შანსები ძალიან კარგად გამოიყენა, რითიც არაერთი გუნდის, მათ შორის ლენსის, მარსელისა და ლიონის ინტერესი დაიმსახურა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი მბანგულას სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს და წინადადების მიღების შემთხვევაში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.