TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ფოფანას თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსმა მონაკოს ნახევარმცველის იუსუფ ფოფანას თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი 25 წლის ფეხბურთელს ადრიენ რაბიოს პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს და ფრანგის წასვლის შემთხვევაში, მონაკოსთან მოლაპარაკებებს გეგმავს.

ფოფანას მიმდინარე კონტრაქტი მონეგასკებთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ის ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებს, ამიტომ მონაკო ფეხბურთელის 15-20 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს.