TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არტურის აგენტი:” მელო მოტას სქემას იდეალურად ერგება”

იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის აგენტმა კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ფიორენტინაში გატარებული იჯარის შემდეგ, არტური იუვენტუსის განკარგულებაში დაბრუნდა და მის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ტიაგო მოტა მიიღებს.

„ეჭვგარეშეა, რომ ტიაგო მოტას მისვლით იუვენტუსში ბევრი რამ იცვლება. არტური მოტას სქემას გაცილებით კარგად ერგება, ამიტომ მისი დარჩენა გამორიცხული არ არის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის ხელმძღვანელობა მიიღებს.”