TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰეისენის ტრანსფერით ლივერპულიც დაინტერესდა

ახალგაზრდა ტალანტის დინ ჰეისენის მსურველთა გრძელ სიას ამჯერად ლივერპული შეუერთდა.

იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, სქაუზერებმა 19 წლის მცველის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და მომდევნო დღეებში იუვენტუსთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.

ბიანკონერი ჰეისენის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის გაშვებას 30-35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.