TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა გასული წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა

დღეს იუვენტუსის სათაო ოფისში გუნდის აქციონერებისა და დირექტორების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გასული ფინანსური წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

ტურინულმა გრანდმა გასული ფინანსური წელი 199.2 მილიონიანი ზარალით დახურა, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ამის მთავარი მიზეზი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენაა.

გუნდი ფინანსური სიტუაციის გამოსწორებაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და მოსალოდნელია, რომ 2025/26 წლების სეზონში იუვენტუსი პოზიტიურ ბალანსს აჩვენებს.