იკარდი იუვენტუსის სიაში დაბრუნდა
იტალიური მედიის ინფორმაციით, გალათასარაის ფორვარდი მაურო იკარდი იუვენტუსის პოტენციური სამიზნეების სიაში დაბრუნდა.
ბიანკონერი იანვარში ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმებას გეგმავს და Calciomercato-ს ინფორმაციით, 31 წლის არგენტინელი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
არგენტინელი ფეხბურთელის აქტივში, ვისი გაფორმებაც იანვარში დაახლოებით 10-15 მილიონად იქნება შესაძლებელი, თურქეთში გადაბარგების შემდეგ ჩატარებულ 86 მატჩში 61 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.