ფერერო:“ იუვენტუსი იტალიის უდიდესი ბრენდია, ჩვენ განვითარებას და გამარჯვებას გავაგრძელებთ“
იუვენტუსის პრეზიდენტმა ფერერომ გუნდის მეწილეების შეკრების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მე ბევრი საუბარი არ მინდა, თუმცა იუვენტუსის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი.
„გუნდში მოსვლის შემდეგ, მე იუვენტუსის წარმოუდგენელი ისტორიისა და ტრადიციების ნახვა შიგნიდან შევძელი. იუვენტუსი არ არის მხოლოდ გუნდი, რომელიც თამაშობს და იმარჯვებს, იუვენტუსს 22 სხვადასხვა გუნდი ჰყავს, 650 ათლეტი, NextGen-ი, გუნდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ასაკობრივი გუნდები.
„ჩვენ გვაქვს 75 აკადემია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, ეს ყველაფერი კი მხოლოდ დასაწყისია იმისა, თუ რას წარმოადგენს იუვენტუსი.
„ჩვენ ვართ უდიდესი ბრენდი იტალიაში, გვყავს 180 მილიონი გამომწერი, რაც ფერარისა და გუჩიზე მეტია.
„თითოეულ ჩვენგანს კარგად გვესმის, თუ რამდენად დიდი ორგანიზაციის წევრები ვართ, რამდენი მილიონი ადამიანის ინტერესებს ვიცავთ და ერთი რამ ფაქტია, იუვენტუსი განვითარებას და გამარჯვებას გააგრძელებს.“