TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა და ასტონ ვილამ შესაძლოა ლუისის ტრანსფერის ახალ ფორმულაზე იმუშაონ

ასტონ ვილა უესტონ მაკკენისთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს, რის გამოც დუგლას ლუისის იუვენტუსში ტრანსფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ლუკა მარკეტის ინფორმაციით, ამერიკელი ფეხბურთელი ინგლისელებისგან მსუყე კონტრაქტს, იუვენტუსისგან კი გარკვეულ ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს, რაც სიტუაციას საგრძნობლად ართულებს.

წყაროს ცნობით, მხარეები ტრანსფერის ფორმულის შეცვლას განიხილავენ, რომელშიც ბიანკონერი მაკკენის ნაცვლად ინგლისელებს სხვა ფეხბურთელს შესთავაზებს.

31 views
error: დაცული კონტენტი !