TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მორატა ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ატლეტიკოს ფორვარდის ალვარო მორატას ტრანსფერი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის პირველ რიგში სხვა პოზიციების გაძლიერება სურს და მათ შორის პრიორიტეტი ნახევარდაცვაა, მორატას ტრანსფერი კი რეალური მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ გუნდი მოიზე კინის ან არკადიუშ მილიკის გაყიდვას შეძლებს.

ერთ-ერთი ფორვარდის გაშვების შემთხვევაში, იუვენტუსისთვის მორატას გამოსასყიდი თანხის – 12 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება.