TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ლუკმანის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და კრისტიანო ჯუნტოლის პოტენციური სამიზნეების ძიება დაწყებული აქვს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, გუნდის გასაძლიერებლად ტურინული გრანდის სიაში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ატალანტას ადემოლა ლუკმანია.

27 წლის ნიგერიელი დიდებულ ფორმაშია, მის აქტივში მიმდინარე სეზონში 14 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა და ფეხბურთელის მიმართ არსებული გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის. ლა დეა ლუკმანის სანაცვლოდ მინიმუმ 55-60 მილიონ ევროს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !