TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ვლაჰოვიჩს აგენტს მარტში შეხვდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს მარტში, სანაკრებო პაუზის დროს შეხვდება.

სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ, თუმცა ფინანსური ასპექტების გამო საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ახალი კონტრაქტის თაობაზე ფეხბურთელის საბოლოო პოზიციის მოსმენას გეგმავს და დიდი ალბათობით დუშანი ხელფასის შემცირებაზე უარს იტყვის და გუნდს ზაფხულში დატოვებს.

შეგახსენებთ, იუვენტუსს ვლაჰოვიჩის ხელფასი სეზონში GROSS 22-23 მილიონი ევრო უჯდება.

error: დაცული კონტენტი !