TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი სიტის კიპერით ინტერესდება

იუვენტუსი მანჩესტერ სიტის კარის დარაჯის ჯეიმს ტრაფორდის ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინული გრანდი მიკელე დი გრეგორიოს პოტენციური შემცვლელის ძიებაშია და გუნდის პრიორიტეტი ალისონია, თუმცა პარალელურად იუვე ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე მანჩესტერ სიტის 23 წლის მეკარეა. წყაროს ინფორმაციით, მას სათამაშო დროის ნაკლებობის გამო ზაფხულში გუნდის დატოვება სურს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს კონკურენციას ტოტენჰემი და ასტონ ვილა გაუწევენ. მისი ფასი დაახლოებით 20-25 მილიონია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !