იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია.
იუვენტუსი დიდი ალბათობით ვლაჰოვიჩს კიდევ ერთხელ სეზონის მიწურულს შეხვდება და საბოლოოდ გადაწყდება, დარჩება თუ არა ის ტურინული გრანდის რიგებში.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
