იუვე ჩუკის უფასოდ გაფორმებას ეცდება
SportMediaset-ის ინფორმაციით, რეალ ვალადოიდის ტალანტმა ჩუკიმ სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს, რომლის აქტივში ლა ლიგა 2-ში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, არაერთი გუნდი, მათ შორის იუვენტუსი და კომო იჩენენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
