ფაჯოლის მსურველები იტალიაში, ინგლისში და საფრანგეთში ჰყავს…
ნიკოლო ფაჯოლის იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და იტალიელი ფეხბურთელი მსურველების ნაკლებობას არ განიცდის.
ფაჯოლი ტიაგო მოტას გუნდში მნიშვნელოვან ფიგურად არ მოიაზრება, ამიტომ იუვენტუსი მის გაყიდვასა და მიღებული თანხით დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.
Tuttosport-ის ცნობით, ნიკოლოს მსურველები იტალიაში ჰყავს, ამის გარდა კი ნიკოლოს თაობაზე ინფორმაცია ვესტ ჰემმა, ფულჰემმა, კრისტალ პალასმა და მარსელმა გამოითხოვეს.
იუვენტუსი ფაჯოლის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს ითხოვს.