იუვე სილვას აგენტს კვირის ბოლოს შეხვდება
იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში პორტუგალიელის გაფორმება საგრძნობლად გართულდება, ბიანკონერი იმედს არ კარგავს.
Tuttomercato-ს ინფრომაციით, იუვენტუსსა და სილვას აგენტს ჟორჟე მენდეშს შორის შეხვედრა კვირის ბოლოს შედგება.
იუვენტუსი მზად არის, სილვას 3-წლიანი კონტრაქტი და ბონუსების ჩათვლით სეზონში 8 მილიონი შესთავაზოს, პორტუგალიელი თავის მხრივ ბონუსების ჩათვლით 10 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
