TuttoJuve

Juve per sempre sarà

პოგბა:“ იუვენტუსში თავს ერთი დიდი ოჯახის წევრად გრძნობ“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ აურელიენ ჩუამენის YouTube-ს შოუ The Badge-ში ტურინული გრანდის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც შენ იუვენტუსის ფეხბურთელი ხდები, გრძნობ, რომ ეს ერთი დიდი ოჯახია. ქომაგები, სტაფი და იქ დასაქმებული თითოეული ადამიანი, ეს უბრალოდ ოჯახია.

„სადაც არ უნდა წახვიდე, შენ ყველგან გრძნობ, რომ იუვენტინო ხარ. მე ვიმოგზაურე შტატებში, დუბაიში და შენ ეს გრძნობა არსად გტოვებს, რადგან იუვენტუსის ქომაგები ყველგან არიან.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)