იუვენტუსი პსვ-ს ტალანტით ინტერესდება
იუვენტუსი პსვ-ს ნახევარმცველის მალიკ ტილმანის ტრანსფერით ინტერესდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის სკაუტები დღეს ამერიკასა და კანადას შორის ჩანიშნულ მატჩს დაესწრებიან და როგორც ჯონათან დევიდს, ასევე ტილმანს დააკვირდებიან.
22 წლის ფეხბურთელს, ვინც დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ არის შეფასებული, გერმანიის მოქალაქეობაც აქვს, ამიტომ ის არა ევროპელებისთვის გამოყოფილ ადგილს არ დაიკავებს.