ლივერპული ბრემერის მიმართ ინტერესს არ კარგავს
გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ლივერპული იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
სქაუზერები ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმებას გასულ წლებშიც ცდილობდნენ და წყაროს ცნობით, ლივერპული ბრემერის ტრანსფერზე მუშაობას მიმდინარე სეზონის ბოლოსაც ეცდება.
წყაროს ცნობით, ბრემერი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი 70-75 მილიონ ევროს გადაიხდის.