TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და პოგბა CAS-ის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან

იუვენტუსი და პოლ პოგბა CAS-ის სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის მოლოდინში არიან.

ფრანგმა ფეხბურთელმა დოპინგის გამო მიღებული 4-წლიანი დისკვალიფიკაცია სპორტული არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივრა და Calciomercato-ს ინფორმაციით, ვერდიქტი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

წყაროს ცნობით, თუ პოლი გაამართლეს და თამაშის უფლება მისცეს, ბიანკონერი ფრანგის შემადგენლობაში ინტეგრაციის წინააღმდეგი არ იქნება.