იუვენტუსი მარტინესის თაობაზე პირველ წინადადებას ამზადებს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დიბუ მარტინესი იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ხდება.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტიმ გილერმო ვიკარიოს ტრანსფერი დაბლოკა, ამიტომ ტურინული გრანდი მარტინესის გაფორმებას ეცდება.
დი მარციოს თქმით, იუვენტუსი ასტონ ვილას არგენტინელის თაობაზე პირველი ოფიციალური წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
