კესი იუვენტუსის რადარზე ბრუნდება
იუვენტუსმა ფრანკ კესის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.
ტურინული გრანდი კოტ-დიუვარელის გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა დაჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები განახლდა.
29 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ალ-აჰლისთან რამდენიმე კვირაში იწურება, მან ახალ ხელშეკრულებაზე უარი თქვა და სერია ა-ში დაბრუნება სურს. იუვენტუსს მილანის ყოფილი ნახევარმცველის გაფორმება უფასოდ შეეძლება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
