იუვენტუსი დიასის აგენტს შეხვდება
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ბრაჰიმ დიასის აგენტს უახლოეს პერიოდში შეხვდება.
წყაროს ცნობით, მაროკოელი ნახევარმცველის პრიორიტეტი რეალში დარჩენაა, თუმცა ის ბლანკოსისთვის ცენტრალურ ფიგურად არ მოიაზრება და იუვენტუსი დიასის გადარწმუნებას ეცდება.
იუვენტუსს კონკურენციას რამდენიმე გუნდი, მათ შორის რომა გაუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
