TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კოპმეინერსის ტრანსფერში კინის ჩართვას ეცდება

იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტეუნ კოპმეინერსის თაობაზე კიდევ ერთი შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება და ტურინული გრანდი ბერგამოელებს კიდევ ერთი წინადადებით მიმართავს.

SportItalia-ს ცნობით, მატიას სულესა და დინ ჰეისენის გარდა, მხარეები ტრანსფერში მოიზე კინის ჩართვასაც განიხილავენ, რომელიც ბიანკონერის გეგმებში აღარ შედის და ტურინელებს მისი გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი.

იუვენტუსსა და კოპმეინერსს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და ის გუნდების მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება.

32 views
error: დაცული კონტენტი !