TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს კიეზას თაობაზე არც ერთი წინადადება არ მიუღია…

ფედერიკო კიეზას მომავალი იუვენტუსის რიგებში ჯერ კიდევ გაურკვეველია და იმის მიუხედავად, რომ იტალიელის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, ბიანკონერის ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინული გრანდისთვის ჯერჯერობით კიეზას თაობაზე შეთავაზებით არც ერთ დაინტერესებულ გუნდს არ მიუმართავს.

ტურინული გრანდის შეთავაზება კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია, თუმცა სანაცვლოდ იტალიელს ხელფასის გაზრდის მოთხოვნაზე უარის თქმა მოუწევს.

error: დაცული კონტენტი !