მილიკმა მოედანზე ვარჯიში განაახლა
არკადიუშ მილიკი სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და მისი მოედანზე დაბრუნების დღე ახლოვდება.
პოლონელ ფორვარდს ივნისში მიღებული ტრავმის გამო მუხლის ოპერაციის 2-ჯერ გაკეთება მოუწია, ამიტომ ამ სეზონში გუნდის დახმარებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
Calciomercato-ს ცნობით, პოლონელმა მინდორზე ვარჯიში განაახლა, ის დეკემბრის ბოლოს გუნდთან ერთად მუშაობას დაიწყებს და მომდევნო წლის დასაწყისში ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნება.