იუვენტუსი პსჟ-ს კოლო მუანის თაობაზე უახლოეს პერიოდში მიმართავს
რანდალ კოლო მუანის ზღაპრული სტარტი იუვენტუსში გრძელდება, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა კი მის შენარჩუნებაზე მუშაობას უკვე შეუდგა.
ინტერთან მატჩში გაკეთებული გადამწყვეტი ასისტის შემდეგ, კოლოს სერია ა-ს 4 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ფრანგი ფეხბურთელის იჯარის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებას ეცდება, მისი შემდგომში 40-45 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.