ბერგომი:“ იუვენტუსმა თავისი პოტენციალი დაამტკიცა“
ინტერის და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ბეპე ბერგომიმ გუშინდელი მატჩი შეაფასა.
„ინტერმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევარში ნაკლებად აგრესიული, მოტივირებული იყო, რითიც იუვენტუსმა ძალიან კარგად ისარგებლა.
„ტურინელებმა მეორე ნახევარი გაცილებით უკეთ ჩაატარეს, იყვნენ უფრო ენერგიულები და მონდომებულები. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს.
„იუვენტუსმა გუშინ დაამტკიცა, რომ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მომდევნო წლებში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.“